დაეუფლეთ პრაქტიკულად გამოყენებად ცოდნებს და უნარებს კვლევით სფეროში

კურსის ხანგრძლივობა: 30 საათი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ფორმატი: დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით

ფასი: 1100 ლარი

კურსის აღწერა:

ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გამოირჩეოდეს კვლევის ანალიტიკოსის როლში და დაეუფლოს კვლევითი პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და მართვისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სრულ სპექტრს. კურსის ფარგლებში გაეცნობით როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის დიზაინს, მათ შორის შეისწავლით სამიზნე სეგმენტების განსაზღვრის მიდგომებს, რესპონდენტების შერჩევის ტექნიკებს და მონაცემების განზოგადების სტრატეგიებს. მონაწილეები მიიღებენ გამოცდილებას ეფექტური კითხვარების აწყობაში, მონაცემთა დამუშავებაში და SPSS-ის გამოყენებით სტატისტიკურ ანალიზში. გარდა ამისა, დაეუფლებით პროცესის მართვის, პროექტულ გუნდთან კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან კვლევის შედეგების ეფექტური წარდგენის გზებს.

კურსის დასრულების შემდგომ, თქვენ შეიარაღდებით ყველა საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნებით, რაც ეფექტური კვლევების დაგეგმარებასა და შესრულებაში დაგეხმარებათ. თქვენ შეძლებთ ხარისხიანი ინფორმაციის მოგროვებას, მონაცემების მაღალ დონეზე გაანალიზებას და შედეგზე ორიენტირებული ანგარიშების მომზადებას.

სამიზნე აუდიტორია:

  • კვლევის ანალიტიკოსები, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები კვლევის გეგმის შედგანასა და განხორციელებაში.
  • მარკეტინგული კვლევის სპეციალისტები, რომლებსაც სურთ შექმნან სრულყოფილი კვლევის დიზაინი და ეფექტურად გამოიყინონ შედეგები მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისას.
  • კვლევითი პროექტის მენეჯერები, რომლებსაც სურთ გაიუმჯობესონ კვლევითი პროექტების ზედამხედველობის უნარები.
  • მონაცემთა ანალიტიკოსები, რომლებსაც სურთ კვლევის დიზაინისა და ანგარიშგების უნარები დაამატონ თავიანთ კომპეტენციებს.
  • სტუდენტები და აკადემიური პირები, რომლებიც დაინტერესებულები არიან პრაქტიკული კვლევითი უნარების გაუმჯობესებით.

კომპეტენციები, რომელსაც განივითარებთ:

  • კვლევის გეგმის შედგენა და დიზაინი: გამოიმუშავებთ სამიზნე სეგმენტის განსაზღვრის, კვლევის დაგეგმვისა და შედეგების განზოგადების უნარებს.
  • კვლევითი ინსტრუმენტების შემუშავება: შეძლებთ შექმნათ მონაცემების მოგროვების ეფექტური ინსტრუმენტები და ამოცანებზე ორიენტირებული კითხვარები.
  • პროცესის მართვა და გუნდთან კომუნიკაცია: დაეუფლებით კვლევითი პროცესის მართვის უნარებს, რაც გაგიმარტივებთ და გააუმჯობესებს პროექტულ გუნდთან კომუნიკაციას.
  • მონაცემების მომზადება და ხარისხის კონტროლი: გამოიმუშავებთ მონაცემების კოდირების, რევიზიისა და ხარისხის მონიტორინგის უნარებს.
  • მონაცემების დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი: შეძლებთ მონაცემების დამუშავებას, აღწერითი და მაღალი დონის სტატისტიკურ ანალიზის განხორციელებას, საშედეგო ცხრილების მომზადებას და ჰიპოთეზების ტესტირებას SPSS / STATA-ს გამოყენებით.
  • შედეგების ინტერპრეტაცია და ანგარიშგება: გამოიმუშავებთ მონაცემების ინტერპრეტაციისა და ეფექტური ანგარიშგების უნარებს.
  • ვიზუალიზაცია და პრეზენტაცია: დაეუფლებით ეფექტური ვიზუალიზაციის ტექნიკებსა და შედეგების პრეზენტირების უნარებს.

კურსის შინაარსი:

  • მოდული 1: კვლევის გეგმის შედგენა და დიზაინი
  • მოდული 2: კვლევის პროცესის მართვა და გუნდთან კომუნიკაცია
  • მოდული 3: კვლევის ინსტრუმენტების და კითხვარების შემუშავება
  • მოდული 4: მონაცემთა მომზადება და ხარისხის კონტროლი
  • მოდული 5: მონაცემების დამუშავება და სტატისტიკური ანალიზი SPSS / STATA-ში
  • მოდული 6: მეორადი მონაცემების მოძიება და ანალიზი
  • მოდული 7: კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია და ანალიზი

კურსს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები

მეთოდოს ტრენერებს აქვთ 10 და მეტ წლიანი გამოცდილება კვლევების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტეგრაციის მხრივ. ისინი თავს უყრიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნებს, რათა სასწავლო პროცესი იყოს ინფორმატიული და კურსის დასრულების შემდეგ შეძლოთ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება. გაგიზიარებთ მიდგომებს და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში როგორც თქვენ, ასევე თქვენს ორგანიზაციას.

Ნატა კვიწინაშვილი

სტრატეგიული მკვლევარი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 20+ წლიანი პროფესიული გამოცდილებით. აკადემიური საქმიანობა მოიცავს როგორც პროფესიული ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას.

ექსპერტიზა

  • კვლევის მეთოდოლოგია: დიზაინი, კითხვარი, ბიზნეს ამოცანებთან შესაბამისობა
  • კვლევითი პროექტების მენეჯმენტი
  • კვლევის ანგარიშის მომზადება
  • მონაცემების ვიზუალიზია
  • კვლევის შედეგების სამოქმედო სტრატეგიაში ინტეგრაცია
  • ფასილიტირებული ვორქშოფების ორგანიზება და მოდერაცია

ლაშა ბოკუჩავა

მკვლევარი და მონაცემთა ანალიტიკოსი 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით. GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე. ციფრული პროდუქტების არქიტექტორი იდეიდან – დანერგვამდე, HR ანალიტიკის, კვლევის ინსტრუმენტებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით.

ექსპერტიზა

  • კვლევის მეთოდოლოგია
  • შერჩევის დიზაინი და შეწოვნის სტრატეგია
  • მონაცემთა მოგროვების სტრატეგია
  • მონაცემების ანალიზი და სტატისტიკა
  • მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება
  • ანალიზის ინსტრუმენტები: SPSS, STATA, Python, Power BI, Polinode და სხვა

ნინო კალანდია

სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალი, მარკეტერი და სოციოლოგი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით. ბიზნეს და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება. მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების სოციოლოგიის მიმართულებით და პროგრამის „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ დოქტორანტი.

ექსპერტიზა

  • კვლევითი პროექტების მართვა
  • თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია
  • ფოკუს ჯგუფების მოდერაცია
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • მარკეტინგი და ბრენდინგი
  • კორპორატიული კრეატიული წერა

მზად ხართ შემდეგი ნაბიჯისთვის?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური სილაბუსი დღესვე!