სტრატეგიული კვლევის მენეჯმენტ კომპანიამ „მეთოდო“ „სელფი მობაილის“ მენეჯმენტთან სტრატეგიული ფასილიტაციის შეხვედრები ჩაატარა. ფასილიტაციების მიზანი იყო ჩართულობისა და ორგანიზაციული კლიმატის კვლევის ფარგლებში, გუნდებთან მუშაობის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებების შეჯერება და გაცნობიერება.

ორგანიზაციული განვითარების მთავარი ასპექტების კომპანიის სტრატეგიაში გათვალისწინების მიზნით, ტოპ მენეჯმენტმა ორგანიზაციის ძლიერ და გასაუმჯობესებელ  მხარეებზე იმსჯელა – გაეცნო კვლევის მთავარ მიგნებებს, განიხილა არსებული გამოწვევების გადაწყვეტის გზები და მოახდინა პრიორიტეტული საკითხების სტრატეგიულ მიზნებში ინტეგრაცია.

დღევანდელ ასწრაფებულ ბიზნეს გარემოში, სტრატეგიული ფასილიტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ორგანიზაციების მართვის და რთული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეთოდოს ექსპერტების მიერ ინდუსტრიის ღრმა ცოდნა და ექსპერტული ტექნიკების გამოყენება უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ მიდგომას, სადაც ხდება აზრთა ურთიერთგაცვლა, ახალი იდეების გენერირება, გამოწვევების შეფასება და გადაწყვეტილებების თავდაჯერებულად მიღება.