მეთოდომ ენერგო პრო ჰოლდინგის კვლევითი გუნდის გაძლიერების პროგრამის განხორციელება დაიწყო.
მუდმივად მაღალხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფის მიზნით, ენერგო პრო ჰოლდინგი, შიდა რესურსით, აბონენტთა კმაყოფილების კვლევების სპექტრს უკვე რამდენიმე წელია ატარებს. კომპანიის მენეჯმენტმა კარგად იცის, რომ წარმატებული კვლევის დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის ძლიერი გუნდის არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, კარგად ორგანიზებული კვლევა კი, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და სტრატეგიული წარმატების მიღწევის საფუძველი.
მეთოდომ ენერგო პრო ჰოლდინგისთვის შეიმუშავა და წარმატებით ახორციელებს გუნდის გაძლიერების ტრენინგ პროგრამას, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია დამკვეთის საჭიროებებზე და გამდიდრებულია პრაქტიკული მაგალითებით.
პროექტი სექტემბერში დაიწყო და ჯამში 10 შეხვედრას მოიცავს.