
რაოდენობრივი კვლევები (CATI, CAPI, ონლაინ გამოკითხვა):
მოაგროვე ზუსტი მონაცემები გამოკითხვის თანამედროვე მიდგომებით
რაოდენობრივი კვლევის ისეთი ტექნიკები, როგორიცაა სატელეფონო კვლევა (CATI), პირისპირ გამოკითხვა პლანშეტის გამოყენებით (CAPI) და ონლაინ კვლევები, სამიზნე აუდიტორიის გამოკითხვის სრულ სპექტრს ქმნის, რასაც მეთოდო იყენებს ზუსტი და საიმედო მონაცემების მოსაგროვებლად. ჩვენი მიდგომები უზრუნველყოფს ღირებული ინსაითების დროულ მიღებას, რაც ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებელი წინაპირობაა. გამოკითხვის მეთოდოლოგიის განსაზღვრისას ვითვალისწინებთ კვლევის საჭიროებებს და ხელმისაწვდომ რესურსებს.



ფოკუს ჯგუფები:
უკეთ შეისწავლე მომხმარებლის ქცევის მოტივატორები
ფოკუს ჯგუფები მომხმარებლების შეხედულებებისა და პრეფერენციების თვისებრივი შესწავლის საუკეთესო გზაა. ჯგუფური დისკუსიის ფარგლებში, მეთოდოს გამოცდილი მოდერატორები უზრუნველყოფენ ღირებული ინსაითების მიღებას, რაც ხელს შეგიწყობთ პროდუქტის განვითარებასა და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვაში. ჩვენ დაგეხმარებით უკეთ შეიცნოთ მომხმარებელი და სიღრმისეულად გაანალიზოთ თუ რა მოტივაციები დგას მათი არჩევანის მიღმა.

სიღრმისეული ინტერვიუები:
ღრმა ანალიზი უკეთესი გადაწყვეტილებების საწინდარია
სიღრმისეული ინტერვიუები საკვლევი თემის უფრო ღრმა ანალიზის შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი გამოცდილი მკვლევარები შეარჩევენ სწორ კითხვებს და ყურადღებით გაანალიზებენ პასუხებს, რათა ცხადად დაინახოთ მომხმარებლის დამოკიდებულებები. მიღებული ინსაითები დაგეხმარებათ უკეთესი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.



საკაბინეტო კვლევა:
გამოიყენე არსებული ცოდნა ეფექტურად
საკვლევ თემასთან დაკავშირებული რესურსების ანალიზი ხშირად ღირებულ ინფორმაციის წყაროა. მეთოდო გთავაზობთ საკაბინეტო კვლევის სერვისებს, რათა თავი მოუყაროთ და გაანალიზოთ მეორადი მონაცემები. საკაბინეტო კვლევა მოიცავს ლიტერატურის მიმოხილვას, ბაზრის ტენდენციების ამსახველი ანგარიშების შესწავლას და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ გამოქვენებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზს. ჩვენ უზრუნველვყოფთ გაბნეული ინფორმაციის კონსოლიდაციას და ანალიზის საფუძველზე ღირებული რეკომენდაციების მომზადებას.

პანელური კვლევა:
დააკვირდი ცვლილებებს დროში
პანელური კვლევები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დროში ცვლილებებზე დაკვირვებისთვის. მეთოდო გთავაზობთ პანელური კვლევების დაგეგმვის სერვისს, რათა გაგიადვილდეთ ტენდენციებისა და განხორციელებული აქტივობების ეფექტის გაზომვა დროში. ჩვენი მიდგომა მოიცავს ერთი და იგივე რესპონდენტების განმეორებით გამოკითხვებს, რაც სანდო მონაცემების მიღებისა და მდგრადი დასკვნების გაკეთების კარგი წინაპირობაა.

თქვენი საიმედო პარტნიორი კვლევით გამოცდილებაში
დაგეგმეთ შედეგზე ორიენტირებული კვლევა, მოაგროვეთ ღირებული ინსაითები, აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები და იმოქმედეთ თავდაჯერებულად.

დაგეგმვა
წარმატებაზე ორიენტირებული კვლევის გეგმა
ჩვენ ვაერთიანებთ კვლევის მეთოდოლოგიურ ცოდნასა და ინდუსტრიის გამოცდილებას, რათა შევქმნათ შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიული კვლევების გეგმა, რომელიც მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებზე და თქვენ მოლოდინს გადააჭარბებს.

მოგროვება
ზუსტი და დროული მონაცემები
აპრობირებული ტექნოლოგიური ინსტრუმენტებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, ჩვენ ვაგროვებთ ზუსტ და გადამოწმებულ მონაცემებს თქვენი მომხმარებლების განწყობებისა და საჭიროებების დასადგენად.

ანალიზი
მკაფიო და მიზნობირივი ინსაითები
მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის თანამედროვე მიდგომები აქცევს კომპლექსურ მონაცემებს მკაფიო, გამოყენებად ინსაითებად, რაც გაძლევთ საშუალებას მიიღოთ ინფორმირებული და თავდაჯერებული გადაწყვეტილებები.

ქმედება
ქმედებაში თარგმნილი მონაცემები
ჩვენ ვაქცევთ მონაცემებს ქმედით ბიზნეს იდეებად და გთავაზობთ სტრატეგიულ მხარდაჭერას მათი განხორციელების გზაზე, რათა მიაღწიოთ მნიშვნელოვან და ხელშესახებ წარმატებას.
ფასილიტაციური შეხვედრები სელფი მობაილის მენეჯმენტისთვის
სტრატეგიული კვლევის მენეჯმენტ კომპანიამ „მეთოდო“ „სელფი მობაილის“ მენეჯმენტთან სტრატეგიული ფასილიტაციის
ყველაფერი მომხმარებლის შესახებ
დღევანდელ სწრაფ სამყაროში, სადაც ტენდენციები უდაბნოში ქვიშის დიუნების მსგავსად იცვლება,
კვლევის მეთოდების შერწყმა საუკეთესო შედეგისთვის
სოციალური სინამდვილე იმდენად რთულია, რომ წარმოუდგენელია მისი შესწავლა მხოლოდ ერთი
მონაცემთა ანალიტიკოსის ვაკანსია
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე და სამოტივაციო წერილი გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტით: