
სწავლის საუკეთესო გზა კეთებაა.
მეთოდოს აკადემიის სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების (WBL) პროგრამა სტუდენტებს და კვლევით დაინტერესებულ პროფესიონალებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გააძლიერონ თავიანთი აკადემიური ცოდნა რეალურ კვლევით პროცესში. ჩვენ გვესმის როგორი დიდი გამოწვევაა განახორციელო პირველი კვლევითი პროექტი მხოლოდ აკადემიურ სივრცეში მიღებული ცოდნით, შესაბამისად, გთავაზობთ წლების განმავლობაში დაგროვილი და გამოცდილი მიდგომებისა და ინსტრუმენტების ნაკრებს, რომელსაც ჩვენი მენტორები კვლევის პროცესში გაგიზიარებენ. თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა თავად გაიაროთ კვლევის ყველა რთული ფაზა, ამასთან, პრაქტიკაშივე დახვეწოთ თქვენი კვლევითი უნარები და გარანტირებულად გამართული პროექტი განახორციელოთ.

სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამის ნაწილია – მენტორობა. მენტორის ჩართულობა საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ მათი გამოცდილებიდან, გამოიყენოთ საუკეთესო პრაქტიკა და მიიღოთ უკუკავშირი თქვენს საქმიანობაზე. ამასთან, ჩვენი მენტორები კვლევითი ცოდნის მიღმა, მომიჯნავე სფეროს პროფესიონალები არიან, მათ აქვთ სრულყოფილი გამოცდილება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით, რაც თქვენი ნაშრომის კონტექსტის შეფასებისთვის ღირებულ აქტივს წარმოადგენს. მენტორობა უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები არა მხოლოდ ჩაატარებენ კვლევას, არამედ განავითარებენ კომპეტენციებს, რომლებიც საჭიროა მეთოდოლოგიურად სწორი, პრაქტიკული და გავლენიანი კვლევების განსახორციელებლად.
რას მიიღებთ:
- პრაქტიკულ კვლევით საქმიანობაში ჩართულობა გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით
- კვლევის პროცესის სრულ ციკლში გარკვევა და მონაწილეობა, კვლევის დაგეგმვიდან ანგარიშამდე
- პრაქტიკულ რესურსებთან წვდომა: კითხვარები, სახელმძღვანელო გაიდები, შერჩევის დოკუმენტები
ძირითადი უპირატესობები:
- ხელმისაწვდომობა ექსპერტის რჩევებზე
- კვლევის გაუმჯობესებული ხარისხი
- კვლევის მეთოდების პრაქტიკული გამოყენება