ორი ათეული წლის წინ ჩვენი მოგზაურობა კვლევის სამყაროში მარტივი, მაგრამ ღრმა რწმენით დაიწყო – ყველა ბიზნეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაფუძნებული ზუსტი, სანდო და პროფესიონალურად ინტერპრეტირებული კვლევის შედეგებზე.
მეთოდოს გუნდში გაერთიანებული პროფესიონალები, კვლევის მიმართულებით აკადემიურ განათლებასა და 22 წლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ფლობენ, ისინი ხელმძღვანელობდნენ მასშტაბურ და რთულ კვლევით პროექტებს სხვადასხვა ინდუსტრიაში. ამასთან, მეთოდოს გუნდი კვლევის მიღმა სხვდასხვა კომპეტენციის ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც მეთოდოს მიდგომებს თავიანთი ხედვითა და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით ამდიდრებენ.