
მეთოდოს აკადემიის კონცეფცია
მეთოდო აკადემია არის უახლესი საგანმანათლებლო ინიციატივა, რომლის მიზანია აკადემიური კვლევების პრაქტიკულ გამოცდილებასთან დაკავშირება. მეთოდო ორიენტირებულია სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის პრაქტიკული ცოდნისა და უნარების მიწოდებაზე. ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე მიდგომას სწავლებისადმი – სადაც აკადემიური ცოდნის გამყარება პროცესში – პრაქტიკით ხდება, ჩვენი პროფესიონალი მკლევარები და მარკეტერები ფლობენ მრავაწლიან კვლევით და ბიზნეს გამოცდილებას, და კარგად იციან თუ რას ნიშნავს აქტუალური, გამოყენებადი კვლევითი პროექტების შექმნა პროფესიული მიმართულებით. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ახალი თაობა კვლევითი და ანალიტიკური უნარებით, რომელიც ნებისმიერ პროფესიაში წარმატების მოპოვებაში დაგეხმარებათ.

მისია:
მკვლევართა შემდეგი თაობის გაძლიერება და მკვლევართა არეალის გაფართოება.
კვლევით დაინტერესებული და კვლევის შედეგების გამოყენებაზე ორიენტირებული პროფესიონალების თანამედროვე კვლევითი ინსტრუმენტებით და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა.
ჩვენ მზად ვართ გავაუმჯობესოთ კვლევის სფერო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით და ინოვაციების ხელშეწყობით.
ხედვა:
ჩვენი ამბიციაა გავხდეთ კვლევითი მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის მიწოდების წამყვანი აკადემია, რომელიც ცნობილია თავისი გამოცდილი მიდგომებით, სხვადასხვა ინდუსტრიის გამოწვევების და მათთვის საჭირო და აუცილებელი კვლევითი შესაბამისობის დადგენით.
ჩვენ გამოგვარჩევს სრულყოფილებისადმი ერთგულება და ჩვენი გუნდის კომპეტენციების მრავალფეროვნება.
ჩვენ წარმოვიდგენთ მომავალს, სადაც მეთოდოს ჩართულობით აკადემიური განათლების მქონე პროფესიონალები პრაქტიკულ და აქტუალურ თემებს ამუშავებენ, შესაბამის კვლევებს ახორციელებენ, შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი თავიანთი სფეროს განვითარებასა და პოზიტიური ცვლილებებით გაძლიერებაში.