2 სექტემბერს, კვლევით კომპანია “მეთოდოსა” და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია “ლოიალტეს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ორი კომპანიის გამოცდილებების შერწყმა – ერთი მხრივ, ბაზრის და მომხმარებლის ქცევის შესწავლა, ხოლო, მეორე მხრივ, განვითარების გზაზე შემდგომი სამოქმედო გეგმების შემუშავება, ორივე კომპანიის მომხმარებელს სრულყოფილი სერვისის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
თანამშრომლობის ფარგლბში დაგეგმილია ერთობლივი პროექტების განხორციელება და სტრატეგიული თანამუშაობა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ფუნქციონირებად ბიზნესებთან.
გარდა მსხვილ ბიზნესებთან აქტიური თანამუშაობისა, მემორანდუმის ფარგლებში მეთოდო და ლოიალტე მცირე და საშუალო ბიზნესებს შესთავაზებს ერთობლივ პროექტებს მათი მდგრადი განვითარებისთვის.