დაეუფლეთ პრაქტიკულად გამოყენებად ცოდნებს და უნარებს კვლევით სფეროში

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ფორმატი: ჰიბრიდულად (Zoom + ფიზიკურად)

სწავლის დაწყება: 11 ნოემბრიდან, 10 შეხვედრა
შეხვედრის დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი
შეხვედრის დრო: 17:00-19:00, 2 საათი

ფასი: 750 ლარი

კურსის მოკლე აღწერა:

ეს კურსი განკუთვნილია როგორც მენჯერებისთვის, ასევე მარკეტინგის, პროდუქტის განვითარების, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, ხარისხის მართვის, მომხმარებლებთან ურთიერთობის ან R&D (კვლევა და განვითარება) გუნდის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ კვლევითი უნარების გაძლიერება. კურსის ფარგლებში მიიღებთ პრაქტიკულ ცოდნებს კვლევის მეთოდებსა და დიზაინში, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად ჩაატაროთ და გამოიყენოთ კვლევები თქვენს საქმიანობაში. ისწავლით, როგორ დაგეგმოთ კვლევითი პროექტები, გააანალიზოთ მონაცემები და გარდაქმნათ შედეგები პრაქტიკულ ბიზნეს გადაწყვეტილებებში. კურსის ფარგლებში გაეცნობით ტექნიკური დავალებისა (TOR) და სატენდერო პირობების მომზადების პრინციპებს, რაც დაგეხმარებათ მომწოდებლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებაში და შედეგზე ორიენტირებული კვლევების დაგეგმვაში.

კურსის გავლის შემდგომ, თქვენ შეიარაღდებით ცოდნებითა და უნარებით, რაც კვლევითი მიმართულებით ინოვაციების დანერგვაში და უკეთესი ბიზნეს შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ.

სად ტარდება?

სწავლა იწყება 2024 წლის 11 ნოემბერს და მოიცავს 10 ორსაათიან შეხვედრას. 10 შეხვედრიდან 6 შეხვედრა ჩატარდება დისტანციურად Zoom პლატფორმის გამოყენებით, ხოლო დარჩენილი 4 შეხვედრა ჩატარდება ფიზიკურად ეპიზოდში (მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის #41). ფიზიკური შეხვედრები დაეთმობა სიმულაციებს და როლურ თამაშებს, რათა პრაქტიკული აქტივობების საფუძველზე ვისწავლოთ კვლევით ნიუანსებში ნავიგაცია.

სამიზნე აუდიტორია:

  • აღმასრულებელი რგოლი და მენეჯერები, რომელთაც სურთ კვლევის შედეგები გამოიყენონ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად.
  • მარკეტინგის გუნდი, რომლის მიზანია უკეთ შეისწავლოს მომხმარებლის ქცევა და მოახდინოს მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაცია.
  • პროდუქტის განვითარების გუნდი, რომელსაც სურს პროდუქტის დახვეწა მომხმარებლების აზრის გათვალისწინებით.
  • გაყიდვების გუნდი, რომელსაც სჭირდება საკუთარი მიდგომები და სტრატეგიები მოარგოს ბაზრის ტენდენციებს და მომხმარებლის სურვილებს.
  • მომხმარებლებთან კომუნიკაციის გუნდი, რომელიც ცდილობს მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას და ლოიალობის ზრდას.
  • კვლევისა და განვითარების (R&D) გუნდი, რომელიც აქცენტს აკეთებს ინოვაციებზე და სურს გაუმჯობესების სტრატეგია კვლევებს დააფუძნოს.
  • HR გუნდი, ხარისხის მართვის გუნდი და კვლევით დაინტერესებული ნებისმიერი პირი.

კომპეტენციები, რომელსაც განივითარებთ:

  • კვლევის დიზაინი და დაგეგმვა: გამოიმუშავებთ უნარებს, რომლებიც დაგეხმარებათ დაგეგმოთ ბიზნესის მიზნებზე მორგებული ეფექტური კვლევითი პროექტები.
  • მონაცების მოგროვების და ანალიზის სტრატეგიები: უკეთ გაერკვევით მონაცემთა მოგროვების სტრატეგიებში, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი კვლევების მიმართულებით.
  • მეორადი მონაცემების გამოყენება: გაიღრმავებთ მეორადი მონაცემების მოძიებისა და ანალიზის უნარებს.
  • კვლევითი შედეგების კომუნიკაცია: გამოიმუშავებთ მონაცემების თავმოყრის, ვიზუალიზაციისა და ეფექტური ანგარიშგების უნარებს.
  • კვლევის ჩატარების ეთიკა: გაიგებთ როგორ უნდა მოხდეს ეთიკური საკითხების გათვალისწინება კვლევის დაგეგმვისა და შედეგების კომუნიკაციის პროცესში.

კურსის შინაარსი:

  • მოდული 1: კვლევის არსი, მნიშვნელოვნება და გამოყენების არეალი
  • მოდული 2: კვლევის დიზაინი და დაგეგმვა
  • მოდული 3: მონაცემების მოგროვების მეთოდები
  • მოდული 4: მონაცემების ანალიზი და ინტერპრეტაცია
  • მოდული 5: კვლევის ანგარიშის მომზადება და შედეგების წარდგენა
  • მოდული 6: კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენება

კურსს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები

მეთოდოს ტრენერებს აქვთ 10 და მეტ წლიანი გამოცდილება კვლევების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტეგრაციის მხრივ. ისინი თავს უყრიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნებს, რათა სასწავლო პროცესი იყოს ინფორმატიული და კურსის დასრულების შემდეგ შეძლოთ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება. გაგიზიარებთ მიდგომებს და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში როგორც თქვენ, ასევე თქვენს ორგანიზაციას.

Ნატა კვიწინაშვილი

სტრატეგიული მკვლევარი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 20+ წლიანი პროფესიული გამოცდილებით. აკადემიური საქმიანობა მოიცავს როგორც პროფესიული ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას.

ექსპერტიზა

  • კვლევის მეთოდოლოგია: დიზაინი, კითხვარი, ბიზნეს ამოცანებთან შესაბამისობა
  • კვლევითი პროექტების მენეჯმენტი
  • კვლევის ანგარიშის მომზადება
  • მონაცემების ვიზუალიზია
  • კვლევის შედეგების სამოქმედო სტრატეგიაში ინტეგრაცია
  • ფასილიტირებული ვორქშოფების ორგანიზება და მოდერაცია

ლაშა ბოკუჩავა

მკვლევარი და მონაცემთა ანალიტიკოსი 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით. GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე. ციფრული პროდუქტების არქიტექტორი იდეიდან – დანერგვამდე, HR ანალიტიკის, კვლევის ინსტრუმენტებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით.

ექსპერტიზა

  • კვლევის მეთოდოლოგია
  • შერჩევის დიზაინი და შეწოვნის სტრატეგია
  • მონაცემთა მოგროვების სტრატეგია
  • მონაცემების ანალიზი და სტატისტიკა
  • მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება
  • ანალიზის ინსტრუმენტები: SPSS, STATA, Python, Power BI, Polinode და სხვა

ნინო კალანდია

სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალი, მარკეტერი და სოციოლოგი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით. ბიზნეს და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება. მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების სოციოლოგიის მიმართულებით და პროგრამის „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ დოქტორანტი.

ექსპერტიზა

  • კვლევითი პროექტების მართვა
  • თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია
  • ფოკუს ჯგუფების მოდერაცია
  • სტრატეგიული კომუნიკაცია
  • მარკეტინგი და ბრენდინგი
  • კორპორატიული კრეატიული წერა

მზად ხართ შემდეგი ნაბიჯისთვის?

დაგვიკავშირდით და მიიღეთ დეტალური სილაბუსი დღესვე!