
კვლევის შესაბამისობის აუდიტი
თუ გჭირდებათ კვლევისა და მისი შედეგების ვალიდაცია, მეთოდო გთავაზობთ შესაბამისობის აუდიტს, რომლის ფარგლებშიც გავაანალიზებთ თქვენი კვლევის დიზაინს, შესრულებისა და ანალიზის მიდგომებს, რათა დარწმუნდეთ რომ ის აკმაყოფილებს მაღალ მეთოდოლოგიურ და ეთიკურ სტანდარტებს. ჩვენ შევისწავლით კვლევითი პროცესის თითოეულ ეტაპს, დაგეგმვიდან ანგარიშგებამდე, რათა მოგაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია სტანდარტების დაცვაზე და გაუმჯობესების შესაძლებლობებზე.
01
კვლევის დიზაინი და მიზნებთან შესაბამისობა
- კვლევის დიზაინის თანხვედრა კვლევის მიზნებთან და ტექნიკური დავალების მოთხოვნებთან.
- კვლევის ვალიდაციის დანერგილი სისტემების შეფასება.
- კვლევის ჰიპოთეზებსა და მეთოდოლოგიას შორის ლოგიკური კავშირის შეფასება.
02
შერჩევა, შეწონვა და რესპონდენტების შერჩევა
- შერჩევის მეთოდების შესაბამისობა კვლევის მიზნებთან.
- შერჩევის ზომის გაანგარიშების მეთოდოლოგიისა და საკმარისობის შეფასება.
- მონაცემთა შეწონვის პროცედურების შეფასება და მათი შესაბამისობა განზოგადების პრინციპებთან.
03
კვლევის ინსტრუმენტები
- კვლევის ინსტრუმენტების ვალიდურობა და შესაბამისობა კვლევის ამოცანებთან.
- დასმული კითხვების რელევანტურობა და ობიექტურობა.
- ინსტრუმენტების სტანდარტიზაცია და გამოკითხვის ადმინისტრირების პროცესის შეფასება.
04
მონაცემთა მოგროვების პროცედურები
- მონაცემთა მოგროვების მეთოდების სისტემურობა და თანმიმდევრულობა.
- მონაცემების სიზუსტე.
- მონაცემების მოგროვების მონიტორინგის სისტემების შეფასება.
05
მონაცემთა ანალიზი და განზოგადება
- გამოყენებული სტატისტიკური მეთოდების შესაბამისობა მიზნებთან.
- მონაცემთა შეწონვის პროცედურების მართებული გამოყენება.
- განზოგადებული დასკვნების ვალიდურობა.
06
შედეგების ინტერპრეტაცია
- კვლევის შედეგების შესაბამისობა თავდაპირველ ამოცანებთან.
- კვლევისთვის დამახასიათებელი შეზღუდვების შესწავლა და მათი ზეგავლენის შეფასება.
- კვლევითი ანგარიშებისა და შედეგების გამჭვირვალობა.
07
ანგარიშგება და დოკუმენტირება
- ანგარიშებისა და მიგნებების სიცხადე და გამჭვირვალობა.
- ანგარიშის მომზადების შეთანხმებული პრინციპების დაცვა.
- კვლევის თავდაპირველი გეგმიდან ნებისმიერი გადახვევის დოკუმენტირება.
08
ეთიკური საკითხები
- ინფორმირებული თანხმობის პრინციპის დაცვა.
- მონაწილეთა კონფიდენციალობის პოლიტიკის შეფასება.
- რესპონდენტებთან ურთიერთობაში ეთიკური პრინციპების დაცვა.
09
რეგულაციებთან შესაბამისობა
- რეგულაციებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვა.
- მონაცემთა დაცვის პრინციპებთან შესაბამისობა.
- ყველა საჭირო ნებართვისა და თანმდევი დოკუმენტაციის გამართულობა.
კვლევის ბენეფიტები
მაღალი ხარისხი:
გარანტია, რომ თქვენი კვლევა აკმაყოფილებს საჭირო მეთოდოლოგიურ და ეთიკურ სტანდარტებს.
მოთხოვნებთან შესაბამისობა:
ჩვენი აუდიტი უზრუნველყოფს, რომ თქვენი კვლევა იქნება ყველა რეგულაციის და ინდუსტრიის სტანდარტების შესაბამისი.
რისკის შემცირება:
ჩვენი შესაბმისობასთან მისადაგების მექანიზმები ხელს უწყობს კვლევასთან დაკავშირებული იურიდიული და ფინანსური რისკების შემცირებას.