
მეთოდოლოგიური კონსალტინგი
მეთოდო გთავაზობთ მეთოდოლოგიურ საკონსულტაციო მომსახურებას და ექსპერტების მხარდაჭერას კვლევის დაგეგმვის ნებისმიერ ეტაპზე – ეს იქნება დიზაინის შემუშავება, პროცესის დაგეგმვა, კვლევის განხორციელება, შედეგების ანალიზი თუ შედეგების სამოქმედო გეგმაში ინტეგრაცია.
ჩვენი კონსულტანტები, რომელთაც აქვთ ღრმა ცოდნა როგორც თვისებრივი, ასევე რაოდენობრივი კვლევის მიმართულებით, დაგეხმარებიან დაგეგმოთ საიმედო და მაღალი სტანდარტების შესაბამისი კვლევები. ჩვენი მიდგომები მორგებულია კონკრეტულ საჭიროებებზე, რათა უკეთესად შეძლოთ მოგროვებული მონაცემების ქმედით სტრატეგიებში თარგმნა.
01
ტექნიკური დავალების (TOR) მომზადება
შეიმუშავეთ ტექნიკური დავალება (TOR – Terms of Reference), რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს თქვენი პროექტის მიზნებს, ამოცანებს, სამუშაოების მოცულობას, ტექნიკურ სპეციფიკაციებს და მოსალოდნელ შედეგებს. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია სატენდერო პროცესის ეფექტური წარმართვისთვის, რათა პოტენციურმა მომწოდებლებმა სრულყოფილად გაიაზრონ პროექტის მოთხოვნები.
- განსაზღვრეთ თქვენი პროექტის მიზნები, სამუშაოს მოცულობა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სხვა სპეციფიკაციები.
- განსაზღვრეთ დაინტერესებული მხარეების როლები, პასუხისმგებლობები, ტექნიკური მოთხოვნები და შედეგების მიღების ფორმატები.
- მიიღეთ მხარდაჭერა ტენდერის წარმართვისა და მომწოდებლების შერჩევის პროცესში.
02
კვლევის დიზაინი და დაგეგმვა
შეიმუშავეთ თქვენს მიზნებსა და საჭიროებებზე მორგებული კვლევის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს თანმიმდევრულ მიდგომებს სანდო და პრაქტიკულად გამოყენებადი შედეგების მისაღებად.
- მკაფიოდ განსაზღვრეთ და მიუსადაგეთ კვლევის ამოცანები თქვენს მიზნებს.
- გაზარდეთ კვლევის სანდოობა და ვალიდურობა.
- თავიდან აიცილეთ კვლევის დაგეგმვისას გავრცელებული შეცდომები, რათა დაზოგოთ დრო და რესურსები.
03
მონაცემთა მოგროვების სტრატეგია
შეარჩიეთ და დაგეგმეთ მონაცემთა მოგროვების ეფექტური მიდგომები, რათა მიიღოთ ზუსტი და შინაარსიანი ინფორმაცია.
- იყავით დარწმუნებული, რომ თქვენი მონაცემები იქნება ზუსტი და რელევანტური.
- გაზარდეთ ხარისხი და შეამცირეთ მიკერძოება მონაცემთა მოგროვების პროცესში.
- მოარგეთ მონაცემთა მოგროვების სტრატეგია განსხვავებულ კვლევით ამოცანებს.
04
შერჩევისა და შეწონვის სტრატეგია
შერჩევისა და შეწონვის სწორი სტრატეგიის შემუშავებით შეგვიძლია გავზარდოთ შედეგების სიზუსტე, განზოგადების ხარისხი და ამავდროულად დავზოგოთ კვლევაზე დახარჯული დრო და რესურსები.
- დარწმუნდით რომ თქვენი შერჩევის დიზაინი უზრუნველყოფს სამიზნე პოპულაციის წარმომადგენლობას.
- შეიმუშავეთ მონაცემთა შეწონვის სწორი სტრატეგია, რათა გამორიცხოთ მიკერძოებული ანალიზი.
- გააკეთეთ მაღალი სიზუსტის დასკვნები და სწორად განაზოგადეთ კვლევის შედეგები.
05
კვლევის ინსტრუმენტები და კითხვარები
შეიმუშავეთ კვლევის ინსტრუმენტები და კითხვარები, რომლებიც ეფექტურად და მიკერძოების გარეშე აღმოაჩენს სასარგებლო ინსაითებს კვლევაში.
- შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული კითხვარებით შეძლებთ სანდო მონაცემების მოგროვებას.
- შეამცირეთ რესპონდენტების მხრიდან საკითხების ორაზროვანი გაგება, რაც გაზრდის თქვენი მონაცემების ხარისხს.
- თავიდან აიცილეთ მიკერძოებები, რათა მიიღოთ ობიექტური ინფორმაცია სამიზნე ჯგუფის შესახებ.
06
მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია
მეთოდოს მონაცემთა ანალიზის ჯგუფი დაგეხმარებათ უკეთ გაანალიზოთ კვლევის შედეგები.
- გადააქციეთ თქვენი კვლევის შედეგები პრაქტიკულ ინსაითებად.
- გამოავლინეთ ფარული ტენდენციები, რაც დაგეხმარებათ აითვისოთ ახალი შესაძლებლობები.
- დასკვნების გაკეთებისას დაეყრდენით საიმედო ანალიზის მეთოდებს.
07
მონაცემთა გავრცელებისა და კომუნიკაციის სტრატეგია
მოამზადეთ თქვენს სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული ანგარიშები და საკომუნიკაციო სტრატეგია, რათა ეფექტურად შეძლოთ კვლევის შედეგების მიტანა დაინტერესებულ მხარეებთან.
- იყავით დარწმუნებული, რომ თქვენი კვლევის შედეგები ეფექტურად იქნება მიტანილი სამიზნე აუდიტორიამდე.
- გაზარდეთ თქვენი კვლევის შედეგების ხილვადობა და აღიარება.
- შექმენით ეფექტური ანგარიშგების ფორმატები, რომლებიც დაგეხმარებათ კვლევის შედეგების უკეთ წარდგენაში დაინტერესებულ მხარეებთან.
08
ტრენინგები და განვითარება
დაგეგმეთ ეფექტური ტრენინგების სერია, რათა გააუმჯობესოთ თქვენი გუნდის კვლევითი უნარები, მეთოდოლოგიური ცოდნები და შედეგების გამოყენების ექსპერტიზა.
- გააძლიერეთ თქვენი გუნდის კვლევითი შესაძლებლობები.
- შეამცირეთ გარე კონსულტანტებზე დამოკიდებულება თქვენი გუნდის უნარების განვითარებით.
- მუდმივად გაანახლეთ თქვენი გუნდის ცოდნები უახლესი კვლევითი მიდგომებით.
კვლევის ბენეფიტები
ექსპერტის ჩართულობა
მრავალწლიანი გამომცდილების მქონე კონსულტანტების ექსპერტიცა და რეკომენდაციები გარანტიაა, რომ თქვენს ბიზნესსაჭირეობაზე მორგებული კვლევა სწორი მეთოდოლოგიით შემუშავდება და კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს დაგანახებთ.
სიზუსტის მაღალი ხარისხი
აპრობირებული მეთოდოლოგიების და ტექნოლოგიური ინსტრუმენტების ცოდნა გვეხმარება ზუსტი მონაცემების მოპოვების და ანალიზის პროცესში.
ინფორმირებული გადაწყვეტილებები
სტრატეგიული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ბიზნესს ან კვლევის მიზნებს.