კვლევითი მიმართულების განვითარება
მეთოდო დაგეხმარებათ კვლევითი მიმართულების გაძლიერებაში, რომელიც აღჭურვილია საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნებით, რათა თქვენმა გუნდმა უზრუნველყოს სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ხარისხიანი კვლევის დაგეგმვა და აღსრულება. ჩვენი სერვისი მოიცავს კვლევის ყველა ეტაპზე მხარდაჭერას.
01
კვლევითი საჭიროებების შეფასება
- მიზნებთან შესაბამისობა: კვლევითი საჭიროებების განსაზღვრა.
- გეფ ანალიზი: არსებული სიტუაციის შეფასება და რესურსების, უნარებისა თუ კვლევითი კომპეტენციების დანაკლისის გამოვლენა.
- პრიორიტეტების განსაზღვრა: კვლევითი საჭიროებების პრიორიტეტიზაცია და მათი მიზანშეწონილობის შეფასება.
02
კვლევითი მიმართულების განვითარების სტრატეგია
- მისია და ხედვა: კვლევითი მიმართულების მისიის და განვითარების ხედვის შემუშავება.
- სტრატეგიული მიზნები: მკაფიო მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა.
- საჭირო რესურსები: საჭირო რესურსების შეფასება – ბიუჯეტი, პერსონალი, ტექნოლოგიები.
- რისკების შეფასება: პოტენციური რისკების შეფასება და მათი მართვის სტრატეგიის შემუშავება.
03
ორგანიზაციული სტრუქტურის დიზაინი
- გუნდის კომპოზიცია: ძირითადი როლების და პასუხისმგებლობების განსაზღვრა.
- მმართველობა: მმართველობის სისტემისა და ფუნქციების განსაზღვრა.
- ანგარიშვალდებულება: ანგარიშგების მკაფიო მექანიზმების შემუშავება.
04
პროცესების მეფინგი და ინფრასტრუქტურა
- პროცესების სტანდარტიზაცია: კვლევითი საქმიანობის წარმართვის პროცესებისა და პროცედურების შემუშავება.
- ტექნოლოგიების დანერგვა: წარმატებული კვლევის განსახორციელებლად საჭირო კვლევითი ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.
- შესაბამისობა და უსაფრთხოება: რეგულაციებთან და მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპებთან შესაბამისობა.
05
ტალანტების მოზიდვა და კომპეტენეციების განვითარება
- რეკრუტმენტი: კვალიფიციური მკვლევარებისა და დამხმარე პერსონალის მოზიდვის სტრატეგიის შემუშავება.
- ადაპტაციის სტრატეგია: ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავება.
- პროფესიული განვითარება: თანამშრომლების სწავლებისა და განვითარების პროგრამების დაგეგმვა.
06
კვლევის დიზაინი და აღსრულების სტრატეგია
- კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია: ბიზნეს ამოცანების შესაბამისი კვლევის დიზაინის და მეთოდოლოგიის შემუშავება.
- კვლევის აღსრულება: კვლევითი პროექტების განხორციელების გეგმა და აღსრულების სტრატეგია.
- შედეგების გავრცელება: კვლევის შედეგების გამოყენებისა და გავრცელების სტრატეგიის შემუშავება.
კვლევის ბენეფიტები
ინდივიდუალური სამუშაო ჩარჩოები:
ჩვენი სერვისები მორგებულია თქვენს საჭიროებებზე, გეხმარებათ შექმნათ პროცესები და სტრუქტურები, რომლებიც შეესაბამება თქვენს ინდუსტრიას, ბაზარს და კვლევით ამოცანებს.
ტალანტების მოძიება და გაძლიერება:
ჩვენ ვუზრუნველყოფთ საჭირო უნარებისა და შესაბამისი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მოძიებას და გუნდში ინტეგრაციას, რომლებიც წარმატებულ კვლევით პროექტებს განახორციელებენ.
ოპერაციული ეფექტურობა:
ჩვენი პროცესზე ორიენტირებული მიდგომა უზრუნველყოფს თქვენი კვლევითი განყოფილების ეფექტურად ფუნქციონირებას, შესაბამისი სისტემების აწყობას და არსებულის გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას მართვის ყველა ეტაპზე.