
თქვენზე მორგებული კვლევითი კურსები
მეთოდოში ორიენტირებულები ვართ პრაქტიკული კვლევითი უნარების გამომუშავებაზე, რაც დაგეხმარებათ მიღებული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოყენებაში.

რატომ მეთოდოს აკადემია?
მეთოდოში შევიმუშავეთ სპეციალიზირებული სასწავლო ბილიკები, რაც დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად აიმაღლოთ კვლევითი ექსპერტიზა და დანერგოთ ინოვაციები საკუთარ მიდგომებში. ჩვენი კურსები მორგებულია თქვენი და თქვენი ბიზნესის ინტერესებზე, მიუხედავად იმისა გეგმავთ საკუთარი კვლევითი გუნდის შექმნას ან გაძლიერებას თუ გსურთ კვლევის შედეგების გამოყენებითი უნარების გაუმჯობესება.
აირჩიეთ სამი სპეციალიზაციიდან ერთ-ერთი: ჯენერალისტი მკვლევარი, კვლევის ანალიტიკოსი ან კვლევის მონაცემთა ანალიტიკოსი. თითოეული სპეციალიზაცია ორიენტირებულია კვლევის კონკრეტული მიმართულებით თეორიული ცოდნისა და გამოყენებითი უნარების გაღრმავებაზე. ჩვენი პრაქტიკოსი ტრენერები გაგიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას რეალური სამყაროდან, რაც დაგეხმარებათ ეფექტურად დაგეგმოთ და წარმართოთ კვლევითი პროექტები და უკეთ გამოიყენოთ კვლევის შედეგები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
მეთოდოს კურსები არ არის მხოლოდ სწავლა, თქვენ დაეუფლებით ცოდნების პრაქტიკაში გამოყენების ხელოვნებას!
აირჩიეთ თქვენზე მორგებული სასწავლო ბილიკი სპეციალობის მიხედვით:
სტაჟირება და დასაქმების შესაძლებლობა
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, გამორჩეულ სტუდენტებს ვთავაზობთ სტაჟირებისა და დასაქმების პერსპექტივას, როგორც მეთოდოში, ასევე ჩვენს პარტნიორ კომპანიებში. ეს არის შანსი გამოიყენოთ ახალი უნარები რეალურ სამუშაო გარემოში და დაიწყოთ კარიერა კვლევის სფეროში.
კურსებს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები
მეთოდოს ტრენერებს აქვთ 10 და მეტ წლიანი გამოცდილება კვლევების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტეგრაციის მხრივ. ისინი თავს უყრიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნებს, რათა სასწავლო პროცესი იყოს ინფორმატიული და კურსის დასრულების შემდეგ შეძლოთ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება. გაგიზიარებთ მიდგომებს და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში როგორც თქვენ, ასევე თქვენს ორგანიზაციას.

Ნატა კვიწინაშვილი
სტრატეგიული მკვლევარი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 20+ წლიანი პროფესიული გამოცდილებით. აკადემიური საქმიანობა მოიცავს როგორც პროფესიული ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას.
ექსპერტიზა
- კვლევის მეთოდოლოგია: დიზაინი, კითხვარი, ბიზნეს ამოცანებთან შესაბამისობა
- კვლევითი პროექტების მენეჯმენტი
- კვლევის ანგარიშის მომზადება
- მონაცემების ვიზუალიზია
- კვლევის შედეგების სამოქმედო სტრატეგიაში ინტეგრაცია
- ფასილიტირებული ვორქშოფების ორგანიზება და მოდერაცია
ლაშა ბოკუჩავა
მკვლევარი და მონაცემთა ანალიტიკოსი 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით. GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე. ციფრული პროდუქტების არქიტექტორი იდეიდან – დანერგვამდე, HR ანალიტიკის, კვლევის ინსტრუმენტებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით.
ექსპერტიზა
- კვლევის მეთოდოლოგია
- შერჩევის დიზაინი და შეწოვნის სტრატეგია
- მონაცემთა მოგროვების სტრატეგია
- მონაცემების ანალიზი და სტატისტიკა
- მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება
- ანალიზის ინსტრუმენტები: SPSS, STATA, Python, Power BI, Polinode და სხვა


ნინო კალანდია
სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალი, მარკეტერი და სოციოლოგი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით. ბიზნეს და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება. მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების სოციოლოგიის მიმართულებით და პროგრამის „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ დოქტორანტი.
ექსპერტიზა
- კვლევითი პროექტების მართვა
- თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია
- ფოკუს ჯგუფების მოდერაცია
- სტრატეგიული კომუნიკაცია
- მარკეტინგი და ბრენდინგი
- კორპორატიული კრეატიული წერა
დიკო დუმბაძე
მონაცემთა ანალიზისა და მართვის პროფესიონალი. 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევის მიმართულებით – მონაცემთა წმენდა, აგრეგაცია, ტრანსფორმაცია, სტატისტიკური ანალიზი და მონაცემების ვიზუალიზაცია. კვლევის ინსტრუმენტის მომზადება CAPI / CATI / CAWI პროგრამულ უზრუნველყოფაში.
ექსპერტიზა
- კვლევითი პროექტის დაგეგმვა და მონაცემთა მოგროვების პროცესის მართვა
- მონაცემთა მოგროვების ინსტრუმენტები: STG, QuestionPro, Survey Monkey
- მონაცემთა დამუშავება და ანალიზი: SPSS, Advanced Excel, Polinode
- მონაცემების ვიზუალიზაცია: Power Point, Data Point, Power BI
