
გააძლიერეთ საკუთარი გუნდი პრაქტიკული კვლევითი უნარებით
მეთოდო გთავაზობთ თქვენს გუნდზე მორგებულ კორპორატიულ ტრენინგებს კვლევითი პროექტების უკეთ დაგეგმვისთვის და აღსრულებისთვის.

რატომ მეთოდოს აკადემია?
კარგად ორგანიზებული კვლევა ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და სტრატეგიული წარმატების მიღწევის საფუძველია. მეთოდო გთავაზობთ ტრენინგ პროგრამებს და კვლევითი გუნდის განვითარების სტრატეგიებს, რომლებიც მორგებულია თქვენს საჭიროებებზე.
ჩვენი ტრენინგების დახმარებით შეძლებთ კომპეტენციების გაუმჯობესებას კვლევის დიზაინში, მონაცემთა ანალიზში, შედეგების პრაქტიკულ გამოყენებასა და კვლევითი პროცესის მართვაში. მეთოდო გთავაზობთ მოქნილ მიდგომას, სადაც თავად ირჩევთ იმ უნარებს, რომლებიც თქვენს მიზნებს ყველაზე მეტად შეესაბამება. ჩვენი გამოცდილი ტრენერები შეიმუშავებენ პერსონალიზებულ ტრენინგ პროგრამას, რომელიც შეგმატებთ თავდაჯერებულობას და გააძლიერებს თქვენი გუნდის კვლევით შესაძლებლობებს.
თუ თქვენ ახლა იწყებთ კვლევითი მიმართულების ფორმირებას, მეთოდო დაგეხმარებათ მიმართულების განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, გუნდის ფორმირებასა და განვითარების პროგრამების შედგენაში.
თუ თქვენი კვლევითი რესურსი შეზღუდულია, მეთოდო დაგეხმარებათ საჭირო კომპეტენციების აუთსორსშიც, რაც შესაძლებლობას მოგცემთ შეივსოთ კვლევითი ექსპერტიზის დანაკლისი.
კურსებს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები
მეთოდოს ტრენერებს აქვთ 10 და მეტ წლიანი გამოცდილება კვლევების დაგეგმვის, მართვის, მონაცემთა ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებში ინტეგრაციის მხრივ. ისინი თავს უყრიან თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნებს, რათა სასწავლო პროცესი იყოს ინფორმატიული და კურსის დასრულების შემდეგ შეძლოთ რეალურ გამოწვევებთან გამკლავება. გაგიზიარებთ მიდგომებს და სტრატეგიებს, რაც დაგეხმარებათ უკეთესი შედეგების მიღწევაში როგორც თქვენ, ასევე თქვენს ორგანიზაციას.

Ნატა კვიწინაშვილი
სტრატეგიული მკვლევარი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 20+ წლიანი პროფესიული გამოცდილებით. აკადემიური საქმიანობა მოიცავს როგორც პროფესიული ტრენინგების ორგანიზებას, ასევე ქართულ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას.
ექსპერტიზა
- კვლევის მეთოდოლოგია: დიზაინი, კითხვარი, ბიზნეს ამოცანებთან შესაბამისობა
- კვლევითი პროექტების მენეჯმენტი
- კვლევის ანგარიშის მომზადება
- მონაცემების ვიზუალიზია
- კვლევის შედეგების სამოქმედო სტრატეგიაში ინტეგრაცია
- ფასილიტირებული ვორქშოფების ორგანიზება და მოდერაცია
ლაშა ბოკუჩავა
მკვლევარი და მონაცემთა ანალიტიკოსი 20+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით. GIPA-ს ასოცირებული პროფესორი და ლექტორი სადოქტორო პროგრამაზე. ციფრული პროდუქტების არქიტექტორი იდეიდან – დანერგვამდე, HR ანალიტიკის, კვლევის ინსტრუმენტებისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით.
ექსპერტიზა
- კვლევის მეთოდოლოგია
- შერჩევის დიზაინი და შეწონვის სტრატეგია
- მონაცემთა მოგროვების სტრატეგია
- მონაცემების ანალიზი და სტატისტიკა
- მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება
- ანალიზის ინსტრუმენტები: SPSS, STATA, Python, Power BI, Polinode და სხვა


ნინო კალანდია
სტრატეგიული კომუნიკაციების პროფესიონალი, მარკეტერი და სოციოლოგი აკადემიური განათლებითა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილებით. ბიზნეს და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება. მაგისტრის ხარისხი კომუნიკაციების სოციოლოგიის მიმართულებით და პროგრამის „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ დოქტორანტი.
ექსპერტიზა
- კვლევითი პროექტების მართვა
- თვისებრივი კვლევის მეთოდოლოგია
- ფოკუს ჯგუფების მოდერაცია
- სტრატეგიული კომუნიკაცია
- მარკეტინგი და ბრენდინგი
- კორპორატიული კრეატიული წერა
დიკო დუმბაძე
მონაცემთა ანალიზისა და მართვის პროფესიონალი. 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილება კვლევის მიმართულებით – მონაცემთა წმენდა, აგრეგაცია, ტრანსფორმაცია, სტატისტიკური ანალიზი და მონაცემების ვიზუალიზაცია. კვლევის ინსტრუმენტის მომზადება CAPI / CATI / CAWI პროგრამულ უზრუნველყოფაში.
ექსპერტიზა
- კვლევითი პროექტის დაგეგმვა
- მონაცემთა მოგროვების პროცესის მართვა
- მონაცემთა მოგროვების ინსტრუმენტები: STG, QuestionPro, Survey Monkey
- მონაცემთა დამუშავება და ანალიზი: SPSS, Advanced Excel, Polinode
- მონაცემების ვიზუალიზაცია: Power Point, Data Point, Power BI

პოპულარული მოკლევადიანი კორპორატიული კურსები
აირჩიეთ კომპეტენციები და მოდულები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენი გუნდის საჭიროებებს და ჩვენ შევქმნით თქვენს მიზნებზე მორგებულ განვითარების პროგრამას.
კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია
ისწავლეთ, როგორ დაგეგმოთ ეფექტური კვლევითი პროექტები, შეარჩიოთ სწორი დიზაინი და სწორად ჩამოაყალიბოთ კვლევითი ამოცანები. ტრენინგი დაგეხმარებათ დამოუკიდებლად მოამზადოთ კვლევის ტექნიკური დავალება (TOR), რომელიც მომწოდებლებს ცხადად დაანახებს თქვენს მოთხოვნებს და მოლოდინებს.
კვლევის დაგეგმვა და პროცესის მენეჯმენტი
მიიღეთ ყველა საჭირო ცოდნა, რაც დაგეხმარებათ წარმატებით დაგეგმოთ და მართოთ კვლევები. ისწავლეთ, როგორ შექმნათ გამოკითხვის დიზაინი, დაგეგმოთ რესპონდენტების შერჩევის სტრატეგიები, მართოთ ლოჯისტიკა და დაიცვათ მონაცემთა კონფიდენციალურობა.
აღწერითი და მაღალი დონის სტატისტიკა
ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ სტატისტიკური მეთოდები მონაცემთა ანალიზისთვის. ტრენინგის ფარგლებში გაგაცნობთ როგორც აღწერითი სტატისტიკის, ასევე მაღალი დონის სტატისტიკურ მეთოდებს, რაც დაგეხმარებათ კვლევითი ჰიპოთეზების ტესტირებაში.
სტატისტიკური პროგრამული უზრუნველყოფები
მიიღეთ პოპულარულ სტატისტიკურ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (SPSS, Stata, R). ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტები მონაცემების ზუსტი და ეფექტური ანალიზისთვის
შერჩევის და შეწონვის სტრატეგია
ისწავლეთ, როგორ ააწყოთ ეფექტური შერჩევის სტრატეგია და გამოთვალოთ ოპტიმალური შერჩევის ზომა, რათა თქვენი კვლევის შედეგები იყოს მაქსიმალურად ზუსტი და საიმედო. მიიღეთ პრაქტიკული რეკომენდაციები მონაცემთა შეწონვაზე და განზოგადებაზე.
კვლევის ინსტრუმენტები და კითხვარები
ისწავლეთ, მიზნების შესაბამისი კვლევის ინსტრუმენტების შემუშავებისა და კითხვების სწორად ფორმულირების ტექნიკები. გაეცანით კითხვარის ტექსტირებისა და განსხვავებულ კულტურებზე მორგების მეთოდებს.
მონაცემთა მოგროვების მეთოდები და ხელსაწყოები
დაეუფლეთ მონაცემთა შეგროვების განსხვავებულ მეთოდებს, იქნება ეს ონლაინ გამოკითხვა, პირისპირ ინტერვიუები თუ ციფრული ხელსაწყოების დახმარებით მონაცემების მოგროვება.
მონაცემთა მომზადება და ხარისხის მონიტორინგი
მოამზადეთ თქვენი მონაცემები ანალიზისთვის, ისწავლეთ მათი შეყვანა, გაერთიანება და მოწესრიგება. აღმოაჩინეთ და გაასწორეთ მონაცემთა მოგროვების ეტაპზე დაშვებული შეცდომები.
მონაცემების წმენდა და დამუშავება
ისწავლეთ, ნედლი მონაცემების წმენდის, გაერთიანებისა და ტრანსფორმაციის ტექნიკები. მოამზადეთ პირველადი ბაზები ანალიზისთვის.
მონაცემების ანალიზის მეთოდები და ხელსაწყოები
შეარჩიეთ თქვენი კვლევისთვის სწორი ანალიზის მეთოდები. ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ აღწერითი და მაღალი დონის სტატისტიკური ანალიზი კვლევის ჰიპოთეზების ტესტირებისთვის.
მონაცემების მეორადი წყაროები
ისწავლეთ, როგორ მოიძიოთ, მოიპოვოთ და გამოიყენოთ მეორადი მონაცემები თქვენს კვლევაში.
მონაცემების ვიზუალიზაცია და ანგარიშგება
ისწავლეთ, როგორ შექმნათ ეფექტური ვიზუალიზაციები და რეპორტები, რომლებიც მონაცემების აღქმას და წაკითხვას გაამარტივებს. სწორად შეარჩიეთ ანგარიშგების ინსტრუმენტები, რომლებიც მიგნებების უკეთ წარმოჩენაში დაგეხმარებათ.
მონაცემების გამოქვეყნება და დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარება
შეისწავლეთ, მონაცემების გამოქვეყნების და გაზიარების ეფექტური სტრატეგიები, რათა გაზარდოთ სამიზნე აუდიტორიის დაფარვა. გაეცანით ინფოგრაფიკის გამოყენების პრაქტიკებს, რათა უკეთ შეძლოთ მკაფიო მესიჯების გაჟღერება.
კვლევის შედეგების პრაქტიკაში გამოყენება
ისწავლეთ, როგორ თარგმნოთ კვლევის შედეგები გამოყენებად იდეებად. აითვისეთ სტრატეგიული ფასილიტაციის ტექნიკები, რათა ეფექტურად გააზიაროთ კვლევის მიგნებები და დაეხმაროთ თქვენს ორგანიზაციას პოზიტიურ ცვლილებებში.