ხშირად კვლევის ჩატარებას სხვადახვა სახის სირთულე ახლავს, შესაბამისად, მწირი რესურსისა და პრაქტიკული გამოცდილების სიმცირის გამო, შესაძლოა სტუდენტმა უარი თქვას სრულყოფილ, წარმომადგენლობით კვლევის ჩატარებაზე.

ეს კი ნიშნავს მხოლოდ ნაშრომისთვის მინიმალური სტანდარტით განხორციელებულ კვლევას, რომელსაც მომავალი გამოყენება აღარ აქვს. ჩვენ გთავაზობთ ხელშეწყობას კვლევის კომპონენტების აღსრულების ნაწილში, ჩვენი რესურსებით და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობით, თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სირთულის დიზაინის და მასშტაბის კვლევის განხორციელებას.

სწორი მიდგომით და ზუსტი სტანდარტებით ჩატარებული კვლევა არ იქნება მხოლოდ თქვენი ნაშრომის წარმატებით დაცვის გარანტია; რეპრეზენტატიულად ჩატარებული კვლევა და დამუშავებული ნაშრომი საშუალებას გაძლევთ ეს საკითხი განავრცოთ მომავალში: მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოაქვეყნოთ აქტუალური სტატიები, გააგრძელოთ აღნიშნული თემის დამუშავება შემდეგ აკადემიურ საფეხურზე ან გამოიყენოთ მიღებული შედეგები საზღვარგარეთ პოსტდოქტორანტურის ჩაბარების საფუძვლად.

გამოიყენეთ მეთოდოს აღნიშნული მომსახურება თქვენი პროფესიული ზრდის და განვითარების ხელშეწყობისთვის.

რას მიიღებთ:

  • კვლევის დიზაინის შემუშავება
  • კვლევისთვის საჭირო სახელმძღვანელოების შემუშავება
  • თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის კომპონენტების ჩატარება თქვენი მონაწილეობით
  • დასკვნების სათანადო განზოგადების რეკომენდაცია

ძირითადი უპირატესობები:

  • კვლევის პრაქტიკული განხორციელება
  • შემდგომი კვლევის დამოუკიდებლად ჩატარების უნარები
  • სანდო და განზოგადებადი კვლევითი კომპონენტები